პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა


კვლევის ანგარიში
 მოტივაცია და ქიმია

სარჩევი


 








 

 

შესავალი:

"იმისათვის, რომ მოსწავლის მოტივაცია ზუსტი და საბუნებისმეტყველო საგნების სწავლისათვის გაიზარდოს, მნიშვნელოვანია ის დავაინტერესოთ და რაც მთავარია სწავლების პროცესი გავხადოთ სახალისო და მის ყოველდღიურ ცხოვრებასთან დაკავშირებული. 21 - საუკუნის მოსწავლე, არის ზღვა ინფორმაციის საუკუნეში მცხოვრები გლობალური მოქალაქე, რომლის ყურადღების მიქცევა კონკრეტული ინფორმაციის აღქმის, გააზრების და გამოყენებისათვის არც თუ ისე ადვილია.
შესაბამისად, მიდგომები უნდა შევცვალოთ, გავხადოთ გაკვეთილი მეტად მოსწავლეზე ორიენტირებული, ინტერაქტიული, დინამიური, მოსწავლეს დავუსახოთ გამოწვევები და ერთად ვეძებოთ გადაჭრის გზები. მხოლოდ ფორმულებით ამოცანის ამოხსნით მას ვერ დავაინტერესებთ.
                                                                                                                                ირინა აბულაძე, ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს "მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული გავნითარების პროექტის" მენეჯერი
მასწავლებელთა კონფერენცია - "მოსწავლეზე ორიენტირებული მიდგომები ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების სწავლებისას"                     9 ივნისი, 2018 წელი
 ჩემი პედაგოგიური პრაქტიკიდან გამომდინარე ქიმიის სწავლებისას მოსწავლეთა დამოკიდებულება საგნის მიმართ, მათი შინაგანი და გარეგანი მოტივაციის დაბალანსება  ძალიან მნიშვნელოვანია. ამიტომ კვლევის მიზნად დავისახე   მოტივაციის  გავლენა ქიმიის   სწავლა-სწავლების ხარისხზე.    თემა აქტუალური და მნიშვნელოვანია რადგან , რადგან ორიენტირებულია მოსწავლეზე და სათანადო მიდგომებით მოსწავლეთა მოტივაციის გაზრდაზე რაც განაპირობებს მათ  თვითრწმენას, თავდაჯერებულობას და შესაბამისად წარმატებებს.
ზოგადად, მოტივაცია მრავალ ფაქტორთან არის დაკავშირებული და როდესაც მოსწავლის მოტივაციაზე ვსაუბრობთ-დიდი სიფრთხილე გვმართებს, რათა არ მივიღოთ დემოტივირებული მოსწავლე. მე ძირითადად მოსწავლის ძალისხმევის გაძლიერებასა და მისი წარმატების აღიარებაზე ვაკეთებ აქცენტს, თუმცა აქაც უნდა გავითვალისწინო, რომ ყველა მოსწავლე ინდივიდუალურია და განსხვავებულად აღითქვამს.
კვლევის მიზნის მისაღწევად გამიჩნდა კითხვები: როგორ შევარჩიო სამიზნე ჯგუფი?
კვლევის რომელი მეთოდი გამომადგება მათი შინაგანი თუ გარეგანი მოტივაციის გამოსაკვლევად? რომელი შედეგები გამოვიყენო კვლევისათვის-მიმდინარე, საკლასო თუ შემაჯამებელი დავალებების ? რა დამეხმარება ინტერვენციების შერჩევაში? რა ფორმით გავაცნო ჩემს კოლეგებს კვლევის შედეგები?
ამ კითხვებზე პასუხის მოძებნაში დამეხმარა   STEM- ის ტრენინგებზე მიღებული ცოდნა,   ლიტერატურის დამუშავება (იხ. ბიბლიოგრაფია),კოლეგებთან კონსულტაცია.
მე მაქვს მოტივაცია იმისა, რომ გამოვცადო  და დავნერგო ინოვაციური მეთოდები საკუთარი თავის  ძლიერი მხარეებისა და პოტენციალის აღმოსაჩენად და რაც მთავარია სკოლაში სწავლა-სწავლების ხარისხისა და მოსწავლეთა შედეგების  გასაუმჯობესებლად. კვლევის  შედეგები და ჩემი გამოცდილების გაზიარება მნიშვნელოვანი იქნება როგორც ჩემი შემდგომი მუშაობისთვის ,ასევე ჩემი კოლეგებისთვისაც.
ნაშრომში წარმოდგენილი მაქვს როგორც კვლევისთვის დამხმარე მასალები, ასევე შედეგების გამომსახველი დიაგრამები და დასკვნა, რაც შემდგომი კვლევის დაგეგმვაში დამეხმარება.

სამიზნე ჯგუფი

სამიზნე ჯგუფად შევარჩიე X კლასი, ვინაიდან მათ სახელმძღვანელოში მოცემული სასწავლი მასალა დიდია, არ არის შესაბამისობაში საათების რაოდენობასთან, ეს კი იწვევდა  მოსწავლეებში გაურკვევლობას, შიშს მომავალი გამოცდის მიმართ, რაც უარყოფითად აისახებოდა მათ დამოკიდებულებებზე და სწავლის შედეგებზე.

კვლევის მეთოდები:

ა) თვისებრივი : დაკვირვება აღწერითი (ფოკუსირებული, შერჩევითი)
ბ)რაოდენობრივი
თვისებრივი კვლევის შედეგები:
  ფოკუსირებული დაკვირვების დროს გამოიკვეთა, რომ  მოსწავლეებს აქვთ ერთობლივი, ჯგუფური დავალებების შესრულების უნარი, შერჩევითი დაკვირვებით კი აღმოვაჩინე .რომ მოსწავლეები გაკვეთილზე უსმენდნენ ერთმანეთს და ითვალისწინებდნენ ერთმანეთის აზრს. მიუხედავად ამისა მათი შედეგები განსაკუთრებით შემაჯამებელი დავალებების შესრულებისას არ ამართლებდა მოლოდინებს. დამაინტერესა მათმა ინდიფერენტულმა დამოკიდებულებამ ქიმიის სწავლის მიმართ  გადავწყვიტე, რომ კვლევა დამეწყო მოტივაციის გამორკვევით.
დაკვირვებისას გამოვიყენე დიალოგები მოსწავლეებთან და კითხვარი ქიმიისადმი დამოკიდებულებების და  მოტივაციის გასარკვევად. (იხ. დანართი)
კვლევის შედეგების ანალიზი :კითხვარის საფუძველზე დავადგინე, რომ მოსწავლეები   26 % აქვს შინაგანი . ხოლო  74% გარეგანი მოტივაცია.



 კითხვარის შევსებისა გარდა მოსწავლეებმა გამოთქვეს მოსაზრება ,რომ სახელმძღვანელოში მოცემული დიდი მასალა და მათი შესაძლებლობები ერთმანეთთან წინააღმდეგობაში იყო, ამიტომ ტექნოლოგიების და ექსპერიმენტების ჩართვა უფრო საინტერესოს გახდიდა მათ სასწავლო პროცესს.
 რაოდენობრივი კვლევის შედეგები:
ობიექტურობის თვალსაზრისით გადავწყვიტე, რომ რაოდენობრივი კვლევა მეწარმოებინა შემაჯამებელი დავალებების სემესტრული  შედეგების მიხედვით.
 I სემესტრის შემაჯამებელი დავალებების შედეგების მიხედვით ავაგე დიაგრამა საიდანაც თვალნათლივ გამოჩნდა მოსწავლეთა დაბალი შინაგანი მოტივაციის შედეგი.

შინაგანი მოტივაციის ამაღლების მიზნით და შედეგების გასაუმჯობესებლად დავგეგმე შემდეგი

 ინტერვენციები:


 1.დარეგისტრირება Edmodo-ს საგანმანათლებლო ქსელში
  2.ცდების ჩატარება
3.ინოვაციური მეთოდების გამოყენება:
ა)”რ ა ფ თ”-ის ინსტრუმენტის გამოყენება
ბ)აქტივობა-“სასწავლო გაჩერებები”

შედეგები

I სემესტრის I შემაჯამებელი დავალების შედეგი ინტერვენციების გატარებამდე
როგორც დიაგრამიდან ჩანს მოსწავლეთა შედეგები პირველ სემესტრთან შედარებით საგრძნობლად დაბალია.
ამის შემდეგ დავიწყე ინტერვენციების გატარება.
Edmodo-ს საგანმანათლებლო ქსელში ჩართვამ მოსწავლეთა ჩართულობაზე დადებითად იმოქმედა. ისინი ხალისით ასრულებდნენ ქვიზებს,  ტესტებს, გაიზარდა მათი შინაგანი მოტივაცია თავდაჯერებულობა.
 II სემესტრის II შემაჯამებელი დავალება ერთი დავალება მოსწავლეებს შასრულეს Edmodo-ს ქსელში, შედეგად აქ გამოვლინდა მოსწავლეთა დამოკიდებულება კომპიუტერულ უნარ-ჩვევებთან. შედეგიც  უკეთესი იყო ,ვიდრე ჩვეულებრივი შემაჯამებელის დროს.
სამწუხაროდ ტექნიკური მიზეზების გამო მოსწავლეებმა ვერ შეძლეს  მესამე  შემაჯამებელი დავალებების შესრულება Edmodo-  ქსელში და შედეგიც დაბალი
მივიღეთ.


ხოლო მეორე სემესტრში გათვალისწინებული სამივე შემაჯამებელი დავალებების შესრულების ერთიანი შედეგი ასახულია დიაგრამაზე.
გარდა Edmodo –ს სოციალური ქსელისა, ინტერვენცია -ცდების ჩატარებაც ერთჯერადად გამოგვივიდა, რაც ვერ დააკმაყოფილებდა მოსწავლეთა შინაგანი მოტივაციის გააქტიურებას.
საინტერესო და სახალისო იყო „რაფთ“-ის ინსტრუმენტის გამოყენება: მოსწავლეებმა „მოირგეს“ როლი,“ შეარჩიეს“ აუდიტორია, წარდგენის ფორმა და თემა.
ასევე დააინტერესა მოსწავლეები „სასწავლო გაჩერებებმა“.აქ გამოვლინდა მათი ჯგუფური მუშაობის ,თანამშრომლობის, ურთიერთპატივისცემის, მოსმენის უნარი.
აღნიშნული ინტერვენციების განხორციელების შედეგად და  დიაგრამიდან ჩანს რომ  II სემესტრში   I სემესტრთან შედარებით შემაჯამებელ დავალებებში საშუალო (6-7) შედეგები ამაღლდა მაღალი (8-10) შედეგების ხარჯზე, ხოლო დაბალი უცვლელი დარჩა. ეს ცხადყოფს იმას, რომ სასწავლო წლის ბოლოსთვის მოსწავლეთა გარკვეულ ნაწილს  სჭირდებოდა დახმარება, რაც განვახორციელე გაკვეთილებზე შესაბამისი აქტივობების საშუალებით ,დიფერენცირებული მიდგომებით, რაც დადებითად აისახა მათ მოტივაციაზე  და შესაბამისად სწავლაზე და მოსწავლეებმა  შეძლეს გამოცდაზე შედარებით უკეთესი შედეგები  ეჩვენებინათ.
წლიური გამოცდის შედეგი

 

 

 

დასკვნა:

ამ შედეგების მერყევმა მონაცემებმა კიდევ ერთხელ დამიდასტურა, რომ X კლასის მოსწავლეებში შინაგანი და გარეგანი მოტივაციის ფაქტორიც მერყეობს. მაშასადამე ჩემს მიერ გამოყენებული ინტერვენციები არ იყო საკმარისი და სრულყოფილი შინაგანი და გარეგანი მოტივაციის დასაბალანსებლად. მომავალში აუცილებლად კვლავ გამოვიყენებ დიფერენცირებულ მიდგომებს და მაქსიმალურად ჩავრთავ ტექნოლოგიებს სასწავლო პროცესში. გარდა ამისა მოსწავლეებთან ერთად შევიმუშავებ სწავლის პროცესში წამოჭრილი პრობლემების გადაჭრის გზებს, რაც აუცილებლად დადებითად აისახება მოსწავლეთა თავდაჯერებულობასა, თვითრწმენასა  და შესაბამისად  მოტივაციაზე.

ბიბლიოგრაფია:

·         რობერ  ჯ. მარზანო - ეფექტური სწავლება სკოლაში.
·         რობერტ ჯ. მარზანო- კლასის მართვა
·         ჟურნალი „მასწავლებელი“-მარინე ჯაფარიძის სტატია
·         გზამკვლევი -II ნაწილი
·         STEM-ის ტრენინგების მასალები

დანართი         
                       კითხვარი          (ავტორი მარინე ჯაფარიძე -ჟურნალი „მასწავლებელი“)
დებულებას გვერდით მიუწერეთ თქვენი პასუხი – „კიანარა”.
1. საგნის შესწავლა შესაძლებლობას მომცემს, ჩემთვის მნიშვნელოვანი რამ შევიტყო, გამოვავლინო ჩემი უნარები
2. საგანი მაინტერესებს და მსურს, რაც შეიძლება მეტი ვიცოდე ამ სფეროში.
3. ამ საგანში ჩემთვის სავსებით საკმარისია ის ცოდნა, რასაც გაკვეთილზე ვიძენ.
4. დავალებები არ მომწონს, ვასრულებ მხოლოდ იმიტომ, რომ გვავალებთ.
5. სწავლის პროცესში თავჩენილი სირთულეები საგანს ჩემთვის კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის.
6. მოცემულ საგანში, გარდა სახელმძღვანელოსი, დამატებით ლიტერატურასაც ვკითხულობ.
7. მიმაჩნია, რომ სავსებით შესაძლებელია, საგანში შემავალი რთული თეორიული საკითხები საერთოდ არ ისწავლო.
8. თუ რამე ვერ გავიგე, ვცდილობ მის გარკვევას, მოვლენის არსის წვდომას.
9. ხშირად საერთოდ არ მაქვს ამ საგნის სწავლის განწყობა.
10. აქტიურად ვმუშაობ და დავალებებს ვასრულებ მხოლოდ მაშინ, როცა მასწავლებელი მკაცრად მაკონტროლებს.
11. საგანში შემავალ საკითხებს ხშირად აქტიურად განვიხილავ თავისუფალ დროსაც (შესვენებაზე, შინ) თანაკლასელებთან, მეგობრებთან.
12. ვცდილობ, დამოუკიდებლად შევასრულო დავალებები, არ მიყვარს, როდესაც მკარნახობენ და მეხმარებიან.
13. თუ შესაძლებლობა მომეცა, ვცდილობ გადავიწერო ან სხვას ვთხოვ დავალების დაწერას.
14. მიმაჩნია, რომ ამ საგნის ცოდნა ღირებულია და უნდა ეცადო, რაც შეიძლება მეტი იცოდე.
15. ამ საგანში ჩემთვის ნიშანია მთავარი და არა ცოდნა.
16. ამ საგანში გაკვეთილის უცოდინრობას არ განვიცდი.
17. თავისუფალ დროს ჩემი ინტერესები და გატაცებები ამ საგანს უკავშირდება.
18. ძლივს ვსწავლობ ამ საგანს, დავალების შესრულებისას ვწვალობ.
19. თუ გაკვეთილი ავადმყოფობის გამო (ან სხვა მიზეზით) გამიცდა, ძალიან მწყინს.
20. შესაძლებელი რომ იყოს, ამ საგანს საერთოდ ამოვიღებდი ცხრილიდან (სასწავლო გეგმიდან).
შინაგანი მოტივაცია-1,2,5,8,11,12,14,17,19-დიახ
გარეგანი მოტივაცია-3,4,6,7,9,10,11,12,15,16,18,20 დიახ

                                             კვლევის რეფლექსია

2017-2018 სასწავლო წელს ჩავატარე ჩემი პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა. მიზნად დავისახე მოსწავლეთა მოტივაციის როლი ქიმიის სწავლის ხარისხის გასაუმჯობესებლად. მოსწავლეზე ორიენტირებული მიდგომების გამოყენებით სასწავლო პროცესისა და მოსწავლეთა შედეგების გაუმჯობესება, კერძოდ ქიმიაში დაბალი აკადემიური შედეგების გამომწვევი მიზეზების დადგენა, შესაბამისი ინტერვენციების დაგეგმვა, განხორციელება, მიღწეული შედეგების შეფასება და გამოყენება.
მე ვთვლი რომ კვლევის მიზანი  მიღწეულია, ვინაიდან კვლევის შედეგებმა აჩვენა ,რომ საკვლევი საკითხი აქტუალური და მნიშვნელოვანია როგორც მოსწავლეთა სწავლა-სწავლების მიდგომების გაუმჯობესების ,ისე პედაგოგების პროფესიული ზრდისა და გამოცდილების გაზიარების თვალსაზრისით.
კვლევის პროცესი იყო წინააღმდეგობებით სავსე, როგორც ტექნიკური  და მატერიალური კუთხით , ისე  გამოუცდელობის გამო. იმედი მაქვს, რომ ჩემი გამოცდილება და შეძენილი ცოდნა-უნარები დაეხმარება ჩემს კოლეგებს მომავალი კვლევების განხორციელებაში
კვლევამ მე მომცა იმის მოტივაცია , რომ არ უნდა შევჩერდე. გამუდმებით უნდა ვიზრუნო მოსწავლეთა თავდაჯერებულობის, შინაგანი მოტივაციის და შესაბამისად მათი აკადემიური მოსწრების ამაღლებაზე თანამედროვე, ინოვაციური მეთოდების დაუფლებით და გამოყენებით.
ჩემი კვლევის შედეგები გავუზიარე კოლეგებს პრეზენტაციის სახით. კოლეგისგან მივიღე უკუკავშირი, რომ მეორე სემესტრის შემაჯამებლების ანალიზი გარდა ერთიანი ანალიზისა ,ცალ-ცალკეც გამეკეთებინა და შემედარებინა ერთმანეთისთვის. გავითვალისწინე კოლეგის რჩევა, და მართლაც თვალნათლივ გამოჩნდა ინტერვენციის დადებითი შედეგი. ასევე გავითვალისწინე სხვა კოლეგების  შენიშვნები და რეკომენდაციები.
კვლევა ატვირთული იქნება  ჩემს ბლოგზე qimikosisskola.blogspot.com

კვლევის ავტორი       თბილისის 107-ე საჯარო სკოლის ქიმიის
                                       პედაგოგი ლიანა აღდგომელაშვილი        ივნისი,2018 წ.

6 комментариев:

  1. ძალიან მაგარია,რამდენი შრომაა ამ კვლევაში ჩადებული,ყოჩაღ დედა,მეამაყები...

    ОтветитьУдалить
  2. ნამდვილად საინტერესო და მნიშვნელოვანი კვლევაა, გათვალისწინებულია ყველა ეტაპი და ლოგიკურია დასკვნაც.

    ОтветитьУдалить
  3. წარმატებები ლია მასწავლებელო თქვენ ამას იმსახურებთ

    ОтветитьУдалить
  4. მშვენიერი ნამუშევარია, წარმატებებს გისურვებ ლია!

    ОтветитьУдалить